spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ფაქტობრივად, ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის წინაშე ვდგავართ

“ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის წინაშე ვდგავართ”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც მედიის მიერ დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება. 

 

“ეს უკვე გასცდა მედიის პრობლემას, ან თუნდაც პოლიტიკური ოპოზიციის პრობლემას. ეს არის უკვე მთელი ერის სატკივარი. ფაქტობრივად, ქვეყანაში დემოკრატია გათელეს ფეხქვეშ. დანაშაულებრივი რეჟიმი პირდაპირ კამერების წინ კლავს და ასახიჩრებს ადამიანებს. ფაქტობრივად, ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის წინაშე ვდგავართ. სულ მალე ქვეყანას შეიძლება დაემუქროს ფინანსური ბოიკოტი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ, პროტესტს უნდა შემოუერთდეს ნებისმიერი წესიერი ადამიანი, ვისაც კი გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე. ქვეყნის მომავალი ამ ხელისუფლებასთან ერთად არ არსებობს”, – აცხადებს გოცირიძე. 

 

“გადადგეს პრემიერი და  დაისაჯონ მოძალადეები!”- ამ მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე, დღეს მედიის წარმომადგენლები ისევ შეიკრიბებიან. მასშტაბური აქცია 18:00 საათზე გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკოსებიც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები