spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კელი დეგნანი – იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება არ იყო მიწვეული

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ის იმედგაცრუებული დარჩა იმ ფაქტით, რომ პრემიერმა კრიტიკული არხები ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია.

 

“მედია თავისუფლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ყველა მედიასაშუალებისგან. იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება არ იყო მიწვეული” – განაცხადა კელი დეგნანმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრიტიკულმა არხებმა: “ფორმულამ”, “მთავარმა არხმა” და “TV პირველმა” “ყველანაირი წითელი ხაზი” გადაკვეთეს. ამ მიზეზით პრემიერმა სამი ტელეკომპანია ღონისძიების გასაშუქებლად არ მიიწვია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები