spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ შს მინისტრის გამოსვლის შეწყვეტას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ “ვიდრე ეს ამორალური ქმედება არ შეწყდება, საკითხის განხილვა არ უნდა დაიწყონ”.

 

“პირველ რიგში, მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რაც ვიხილეთ პარლამენტში. მეორე – რაც შეეხება იმ ფორმებს და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური, ამორალურია შინაარსით, როდესაც ხდება გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, მცდელობა, როდესაც აქვთ ამისი პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.

 

ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე, ალბათ, უმჯობესი იქნება არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

ამ დროისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები