spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაპუაშვილი – ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში

“ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

 

“დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?

 

ძალადობა ის იყო, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. 

 

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

 

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

 

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.

 

თინასთან ვწუხვარ”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. 

 

შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები