პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
“გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს”- წერს ჯაფარიძე.
ზურა ჯაფარიძე ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს დღეს უნდა შეხვედროდა. როგორც თავად აღნიშნავს, შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა PCR ტესტი იყო. კოვიდდადებითობის გამო “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი შეხვედრას ვერ დაესწრება.