საქართველოში ვიზიტით მყოფი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის დელეგაციასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა.
უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჩამოფრინდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ვლადიმერ ზელენსკი ამ დროისთვის სოფელ ხურჩაში იმყოფება.
ზელენსკი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება