პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციას სურს, ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოვიდეს, რაც არ მოხდება და ამას “არც მიშელთან და არც არავისთან ჩივილი არ უშველის”.
“არ დარჩენილა არც ერთი პუნქტი, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია ასახული, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და სიტყვიერადაც ჰქონდათ შეხვედრა, საუბარი, რაც ზუსტად ისე არ შესრულებულიყოს. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, არც მიშელთან და არც არავისთან ჩივილი არ უშველის. ეს სპეკულაციები დარჩება სპეკულაციებად, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საქართველოში არჩევნებია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.