spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – გუშინდელი დღე საჭიროებს სათანადო შესწავლას და შეფასებას ეთიკის საბჭოს მიერ

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წევრებს – შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ზარქუას ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ და ეთიკის კოდექსისგან რეაგირებას ითხოვენ.

 

“ის, რასაც გუშინ ვხედავდით დარბაზში, სხვა არაფერია, თუ არა ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევა და იმის გაუაზრებლობა, თუ რა პასუხისმგებლობა აქვთ კოლეგა მამაკაცებს. თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სცდება ყველანაირ ზღვარს, ამიტომ მე და ანა ნაცვლიშვილი ეთიკის კომისიას მოვუწოდებთ, ეს საკითხი განიხილოს და პარლამენტის კონკრეტული წევრების მიმართ დაადგინოს, გუშინ განხორციელებული ქმედება არღვევდა თუ არა ეთიკის კოდექსს. გუშინდელი დღე საჭიროებს სათანადო შესწავლას და შეფასებას ეთიკის საბჭოს მიერ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები