spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვლადიმერ ზელენსკი – მილიონობით ადამიანისთვის ძვირფას ვახტანგ კიკაბიძეს დღეს 83 წელი შეუსრულდა, ვულოცავ ბატონ ბუბას

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მომღერალ ვახტანგ კიკაბიძეს დაბადების დღე საქართველოს, მოლდოვას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მიულოცა.

 

“პირველად ვარ ამ რანგში საქართველოში და ძალიან ბევრი ადგილიანი აქ სანახავი, ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად, იმედი მაქვს, მომავალში მექნება, მეტი შესაძლებლობა. ვიღებ თქვენს მოწვევას, თქვენს მეგობრულ ქვეყანაში კვლავ ჩამოვიდე.

 

დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფას ვახტანგ კიკაბიძეს დღეს 83 წელი შეუსრულდა, ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა, ძალიან ენერგიულია, სიცოცხლის მოყვარულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს”, – განაცხადა ზელენსკიმ  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები