spot_img
spot_imgspot_img
spot_img

აკაკი ბობოხიძე – დროა, ოპოზიციამ გამოვკვეთოთ კონტურები, ვინ, როგორ და რა ფორმატით ვაპირებთ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლას

“დროა, ოპოზიციამ გამოვკვეთოთ კონტურები, ვინ, როგორ და რა ფორმატით ვაპირებთ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლას”- ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე თბილისის მერად “ოცნების” მიერ კახი კალაძის კანდიდატურის დასახელებას. 

 

“მე არ მახსენდება ერთი პრობლემაც კი, რომლის მოგვარებაც დაკავშირებულია კახა კალაძის სახელთან. ამიტომ მე, ბატონ კახიძეზე აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს. მთავარი არ არის რას აპირებს “ოცნება”, მთავარია რას ვაპირებთ ოპოზიცია. ჩემი აზრით, უკვე დროა, ოპოზიციამ გამოვკვეთოთ კონტურები, ვინ, როგორ და რა ფორმატით ვაპირებთ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლას”, – განაცხადა ბობოხიძემ. 

 

“ქართული ოცნება”, დღეს, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. ღონისძიება მთაწმინდის პარკში 20:00 საათზე გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები