spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გაბუნია – დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს. 

 

გაბუნია გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს. 

 

“დელტა შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. სამწუხაროა, რომ ეს ბავშვები, რომლებიც ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, მძიმე დიაგნოზით იყვნენ და გამოსავალი დადგა ძალიან ცუდი, რა თქმა უნდა, რაც ჩვენთვის უკიდურესად სამწუხაროა. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ, მოზარდი და მით უმეტეს ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი ამ სიტუაციაში სხვა მეტი არ არის, გარდა იმისა, თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესის დაცვა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები