ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთის პროგნოზით, შექმნილი მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქვეყანა უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე 2020 წლის შემოდგომაზე იყო.
“სამწუხაროდ, შემთხვევების კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ასეთი ფაქტია, ყველა ქვეყანაში, სადაც DELTA შტამი დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ მატება რეკორდულად დაიწყო. სხვა ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით პლუსი ის აქვთ, რომ რადგან იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, შემთხვევების რაოდენობის გაზიარდა, ჰოსპიტალიზაცია არ არის დიდი, იმიტომ რომ ვაქცინები იცავ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან. მძიმე სიტუაციაში ვართ ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო, არ მიყვარს ტრაგიკული სურათების დახატვა, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა შეიძლება იყოს ისეთი, რომ შეიძლება უფრო მძიმე სიტუაციაში შევიდეთ, ვიდრე ეს იყო შარშან, ეს ვარიანტი პირველი ვარიანტისგან განსხავევბით უფრო მზაკვრულია, უფრო სწრაფად ვრცელდება”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.
ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქელეხებისა და ქორწილების გამართვისას პირები ერთხელ, ორჯერ დაჯარიმდნენ, რომ შემდგომზე მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.
“როცა ეს ქელეხი ტარდება, მიდით და დააჯარიმეთ. ფაქტის კონსტატირება კი არ არის საჭირო, საჭიროა რეაგირება. როცა ვიცით, რომ არის ქორწილები – ნუ გადაახდევინებთ. იხდიან? მიდით და დააჯარიმეთ. ერთხელ დააჯარიმებთ, ორჯერ დააჯარიმებთ, ისინი აღარ გააკეთებენ ამას. მე ვიცი, რომ იქ წესი ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ მე და თქვენ ცოტა ზერელედ შევხედავთ მერე იმიტომ, რომ იციან, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ. შენ სახელმწიფო ხარ, გააკონტროლე, დასაჯე. უნდა დასაჯო იმიტომ, რომ ახლა ჩვენ გვაქვს ომი ვირუსთან”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.