თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ შენობას უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.