“სტარტეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ მათ, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი წარადგინონ.
ამასთან, აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან კონსულტაციებს მართავენ და მერობის კანდიდატს უახლოეს პერიოდში წარადგენენ.
“თუ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი არის კალაძის საპირწონე, მიუხედავად პიროვნული სიმპატიებისა და პოზიტიური დამოკიდებულებისა, ეს ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა. ამ კონსულტაციებში არ მიგვიღია მონაწილეობა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პარტიასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ალტერნატიული კანდიდატის ან კანდიდატების შესახებ, მიახლოებით ერთ კვირაში ჩამოვყალიბდებით საბოლოო კონფიგურაციაზე, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საკუთარი კანდიდატი გვყავდეს” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.