spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ამ მცდელობებმა ისინი, შესაძლოა, საერთოდ თამაშგარე დატოვოს

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ “ლელოსა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მცდელობები სიზიფეს შრომას ემსგავსება და ამ მცდელობებმა შესაძლოა ისინი საერთოდ “თამაშგარე დატოვოს”.

 

“ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებლის” მცდელობა, გავიდნენ ე.წ. “სამობილიზაციო ელექტორატზე”, რომელსაც არ მოსწონს აწმყო (“ქართული ოცნება”), მაგრამ არც წარსულში (“ნაციონალური მოძრაობა”) დაბრუნება უნდა, დაგვიანებულია და ერთგვარი სიზიფეს შრომაა, რადგან ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ. შესაბამისად, ამ მცდელობებმა ისინი, შესაძლოა, საერთოდ თამაშგარე დატოვოს”, – წერს ხუხაშვილი.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საჭიროა ჩამოყალიბდეს მესამე ძალა, იმისთვის, რომ ხალხს “დავანახოთ, რომ არ არის არჩევანი მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, არ არის არჩევანი მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწყმოსა და მომავალს შორის”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები