“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის საკითხზე კენჭის ყრის ჩავარდნას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, წარდგენილი კანდიდატები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სარგებლობენ.
“ეს არის უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა არ აღადგინონ. მათ შორის წარადგინეს კანდიდატები, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კლანის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ამითაც ირღვევა შეთანხმება, რომელიც 19 აპრილს იყო დადებული და რომელსაც თვითონ „ქართული ოცნება“ მიუერთდა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა მეორედ უყარა კენჭი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს. ამჯერადაც, ვერც ერთმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.