spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, “ქართული ოცნება” ნამდვილად გაიმარჯვებს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მათ, როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ და ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.

 

“სტრატეგია აღმაშენებელს” თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისი გზა აქვს. ჩვენ გვეყოლება ჩვენი ღირსეული კანდიდატები, როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, 43% არ ავაღებინოთ “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, გარკვეულ პარტიებთან გვექნება თანამშრომლობა, მაგრამ არა იმ ჯგუფებთან, რომელიც დღეს წარადგენს კანდიდატებს. 

 

თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ნამდვილად გაიმარჯვებს და 43%-იან ბარიერს გადალახავს ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი. ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს “ნაციონალურ მოძრაობას” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები