spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – მელია მაინც აიძულეს, რომ ყოფილიყო კანდიდატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მელიას აიძულა, დათანხმებოდა თბილისის მერობის კანდიდატურას. 

 

მისივე განმარტებით, მელია წაგებისთვის განწირულია.

 

“მელია მაინც აიძულეს, რომ ყოფილიყო კანდიდატი და დღეს, მგონი საბოლოოდ გაფორმდება მისი დამარცხება. ჯერ ხომ ციხეში ჩასვეს, შემდეგ ათქმევინეს რომ არ გამოიდოდა, ვერ დავიჭერდით – დაიჭირეს. მერე გირაოზე უარი ათქმევინეს, შემდეგ გირაოს დათანხმდა, გამოვიდა და ახლაც, გახსოვთ თქვენ, რომ ის ამბობდა, არ უნდოდა ყოფილიყო მერობის კანდიდატი, რადგან იცოდა, რომ წააგებდა და ამდენი წაგებაც ამ ადამიანს არ სურს.

 

მე მინდა, ბატონ მელიას კითხვა დავუსვა: თუ “გირჩი” ცალკე აპირებს, თუ ელისაშვილის გუნდი ცალკე აპირებს, თუ ის რომ არის რა ქვია, ჭიჭე ვაშაძე, ისიც ცალკე აპირებს, აბა ახლა შენი და ბოკერიას ერთობლიობაზე, ისედაც ვიცოდით, რომ ერთი პარტია იყო ყოველთვის”- განაცხადა ზარქუამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები