საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო კამპანიაც არ ექნება და აღნიშნული “აგრესიაზე, ძალადობაზე, მივარდნაზე, დისკრედიტაციასა და დეზინფორმაციაზე იქნება აწყობილი”.
“სულ ცოტა ხნის წინ, ნიკა მელია ამბობდა, რომ ის არ იქნებოდა თბილისის მერობის კანდიდატი და ახლა ისევ გადაიფიქრა. ეს უკვე მერამდენე ჯერია, რომ იტყვის ერთს და მერე აკეთებს მეორეს. ოპოზიციაც კი არ უჭერს მას მხარს. თავად “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არ ვიცი რამდენად აქვს მხარდაჭერა. მას ჰქონდა წარუმატებელი ვიზიტი ამერიკაში, არავინ წამყვანი პირი არ შეხვედრია. შემდეგ ჰქონდა მას კომუნიკაცია სააკაშვილთან. სავარაუდოდ ეს არის, რომ გამოიყვანონ ასე ვთქვათ წინა ხაზზე ბრძოლის იმ კუთხით, რომ დარწმუნებული ვარ, რაიმე საარჩევნო კამპანიაც არ ექნება “ნაციონალურ მოძრაობას” ამ არჩევნებისთვის. ეს იქნება მთლიანად აგრესიაზე, ძალადობაზე, მივარდნაზე, დისკრედიტაციასა და დეზინფორმაციაზე აწყობილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.