თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გიორგი წარუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და მათ სასამართლოს შვიდი ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა.
პროკურატურამ გიორგი წარუაშვილს საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.