“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება, “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე კი ვიცე-მერობის.
ნიკა მელიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.
თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძე იქნება.