spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა სიმონიშვილი – სახიფათო და საფრთხილოა მსგავსი შინაარსის პლაკატების გამოკვრა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის თბილისის ქუჩებში სიძულვილის ენისა და შინაარსის შემცვლელი ბანერების გამოკვრა მიუღებელია. 

 

“სახიფათო და საფრთხილოა მსგავსი შინაარსის პლაკატების გამოკვრა, მით უმეტეს, რომ ის შეიძლება მოემსახუროს პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზებას, რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ამ პლაკატების აღება დროულად უზრუნველყონ”- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

 

“ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ კვლავ სიძულვილის ენით შეუძლია ამ არჩევნების მოგება. ჩვენ უკვე ვნახეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაღაცა რელიგიური და ნაციონალისტური მესიჯების გაჟღერება. ალბათ, ამით აპირებენ ამ არჩევნების მოგებას, რომ ყველა დანარჩენი არის მტერი, ბოროტი, მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები, საქართველოს ერთგული. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ ამომრჩეველს, რომელსაც ეკონომიკური, ჯანდაცვის პრობლემები აქვს მოსაგვარებელი და კოვიდი, არაფერს ახალს არ სთავაზობენ და ისევ ამ სიძულვილის ენით, მარტივად უნდათ ამ არჩევნების მოგება”- აცხადებს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე. 

 

“არა ნაცებს”, “არა ბოროტებას” – თბილისის ქუჩებში ამ წარწერებით პლაკატები გამოჩნდა, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა, კრიტიკული მედიის წარმომადგებლებიც არიან გამოსახული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები