spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი თაბაგარი – ერთადერთი ავტორი ჰყავს ამ პლაკატებს და ეს არის ხელისუფლება

თბილისის ქუჩებში გამოკრულ პლაკატებზე ოპოზიციური ლიდერებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, სამოქალაქო აქტივისტები და “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. 

 

“არჩევნების წინ, როცა სხვა არაფერი რჩებათ, ცდილობენ შეკერონ მტრის ხატი. წლების განმავლობაში ეს იყო სააკაშვილი და ახლა ყველა სოციალურად აქტიურ ადამიანს ჩართავენ ამ კამპანიაში, ვინც შეიძლება, რომ თავისი ბნელი ქუჩის ბრბოებით დააშინონ, შექმნან განწყობა, რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის მტრები” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

 

“ჩემი აზრით, ერთადერთი ავტორი ჰყავს ამ პლაკატებს და ეს არის ხელისუფლება. ძალიან სამწუხარია, რომ მსგავს მეთოდებს იყენებს მმართველი გუნდი. ეს ნიშნავს, რომ არათუ დაცლილია ღირებულებებისგან, არამედ არაფერი დარჩათ შესათავაზებელი ამომრჩევლისთვის და ისინი კაპიტალიზებას ახდენენ ძალიან ბინძურ, ჰომოფობიურ ნარატივზე”, – აცხადებს “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი. 

 

“არა ნაცებს”, “არა ბოროტებას”- სიძულვილის ენისა და შინაარსის შემცვლელი ბანერები ახალგაზრდების ჯგუფმა გუშინ, გვიან ღამით გააკრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები