spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, ამიტომ ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა

“კოვიდის ეს ტალღა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ერჩის ბავშვებს, ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, ამიტომ ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

გახარიას თქმით, დაცული უნდა იყოს ბავშვები და მათი ჯანმრთელობა, ამიტომ აუცილებელია ვაქცინა მაქსიმალურად ყველამ გაიკეთოს. 

 

“სამწუხაროდ, კოვიდის ეს ტალღა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ერჩის ბავშვებს. ჩვენი ბავშვები უნდა დავიცვათ, მათი ჯანმრთელობა დავიცვათ და ყველამ მაქსიმალურად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა.

 

ვინმეს თუ დასჭირდა, ნებისმიერ რეგიონში ვაქცინაციაზე რეგისტრაცია, ჩვენ და ჩვენი თანამშრომლები მზად ვართ, ამაში დაგეხმაროთ. #აიცერიბავშვებისთვის, #აიცერისაქართველოსთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები