spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ნიკა მელია – მათი მთავარი საფირმო ნიშანი სწორედ ეს არის, ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია თბილისის ქუჩებში გამოკრული ბანერების საკითხს გამოეხმაურა. 

 

“ალბათ, ძალიან მიამიტობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვინმეს გაუკვირდა ის, რაც გუშინ ხელისუფლებამ დამართა თბილისის ქუჩებს. ბევრი მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს. პირველი მიზეზი ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი სწორედ ეს არის – ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით.

 

მეორე მიზეზი – ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. მაგალითისთვის, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს ჟურნალისტებზე და ძარცვავს. ასევე, პრემიერ-მინისტრი ავანგარდში დგას ამ ძალადობის, ზიზღის კამპანიის ფრქვევის. “ქართული ოცნების” პრაქტიკულად ყველა დეპუტატი, ფიზიკურად არის ჩართული ამ ძალადობაში. ძალადობენ კოლეგა ოპოზიციური პარტიების დეპუტაციაზე, მათ შორის ქალ დეპუტატებზე. ამაში გასაკვირი არაფერია. რა არის მთავარი? – ის, რომ ეს ქალაქი უნდა იყოს ყველასი, გარდა სიძულვილისა. ამ ქალაქში სიძულვილის და ზიზღის ადგილი აღარ უნდა იყოს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი შვილები და მაგალითად კახი კალაძის შვილები და სხვები, ერთად უნდა ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, საერთო სკოლებში მოუწევთ სიარული, საერთო სპორტულ დარბაზებში. აქედან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ სჭარბობს პატივისცემას, ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც არ არის შურისძიება, არამედ არის მიტევება დომინანტი. ამისთვის საჭიროა საღია აზრის ფარგლებში მოვექცეთ ყველანი და ამ ზიზღის კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, გასაქანი ხელისუფლებას არ მივცეთ. მთავარია, მივიდეთ საარჩევნო ურნებთან და ამ ზიზღის კამპანიას გავცეთ პასუხი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები