spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბიძინა კულუმბეგოვი – დროა, ყველა ფუჭი ხარჯი გადამისამართდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!

დროა, ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

“ციტოკინური შტორმი, ახლობელი კლინიკაში, ყველა პარამეტრით (მაღალი C  რეაქტიული ცილა, CPAP რეჟიმი, დექსამეტაზონი, 200 IL-6, ბაქტერიული ინფექციის ნიშნები არა, კტ 22 ქულა…) ტოცილიზუმაბის გამოყენების კლინიკური და ლაბორატორული ჩვენება…ზარი კლინიკიდან ოჯახში,  თავად მოიტანეთ მედიკამენტი, საჭირო დოზის ფასი 5000 ლარი. დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად უკეთესი! არ გექნებათ შესაძლებლობა მსგავსი ხარჯი გაიღოთ მძიმე გამოსავალი “გარანტირებულია”.  

არ მიკვირს რატომ არის სიკვდილობა მყარად მაღალი. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი ასეთი ადამიანების გადასარჩენად, დროა, ყველა ფუჭი ხარჯი (კონცერტები, პლაკატების ბეჭდვა…) გადამისამართდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ!”, – წერს კულუმბეგოვი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები