“ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება”, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თაკალვაძემ ოპონენტებს მოუწოდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში მიიღონ მონაწილეობა.
“ოპოზიცია გაურბის პარლამენტში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ასევე, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის. თუ ეს ასე არ არის, მათ მაშინ მონაწილეობა უნდა მიიღონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში, ვინაიდან ეს არჩევნები ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი წინა, არის დამოკიდებული წესებზე და იმ რეგულაციებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტი დღეს უკვე მესამედ შეეცდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი დაამტკიცოს.