spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ეს არ წარმოადგენდა თავისუფალ და კონკურენტუნარიან პრინციპზე დაფუძნებულ გასაუბრებას

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ცესკოს დროებითი მმართველიც “გადაზელილი იქნება იმ კლანში, რომელიც დღეს არსებობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”.

 

“ეს გასაუბრება არ წარმოადგენდა თავისუფალ და კონკურენტუნარიან პრინციპზე დაფუძნებულ გასაუბრებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი, ვინც არჩეული იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის, ორ ადამიანზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იყო, არის და რჩება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ე.წ კლანის წევრად.

 

დროებითი მმართველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რაღაცნარიად იქნება სწორედ გადაზელილი (უკაცრავად ამ სიტყვისთვის) იმ კლანში, რომელიც არსებობს დღეს ცესკოში”, – განაცხადა დეკანოძემ.

 

პარლამენტი დღეს უკვე მესამედ შეეცდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი დაამტკიცოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები