spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები აირჩია

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს – ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.
 

ნიკოლოზ გაგუას კანდიდატურას ხმა 79-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი – არცერთი.
 

ეკატერინე მიქაბაძეს მხარი დაუჭირა  82-მა  დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.
 

ეკატერინე გალდავას ხმა მისცა 82-მა დეპუტატმა,  წინააღმდეგი – არცერთი.
 

პარლამენტმა ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით აირჩია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები