spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა იმნაძე – დაახლოებით ნახევარი ყველა შემთხვევისა, დღეს არის დელტა შტამით გამოწვეული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ნახევარი დელტა შტამია. 

 

მისივე განმარტებით, დადასტურებულია დელტა პლუს შტამის ორი შემთხვევაც. 

 

“თბილისში, 50%-ზე მეტიც შეიძლება იყოს დელტა შტამი. აჭარაშიც ასეა, დანარჩენ საქართველოში სადღაც 40%-ია. ასე რომ, დაახლოებით ნახევარი ყველა შემთხვევისა, დღეს არის დელტა შტამით გამოწვეული, მათ შორის დელტა პლუსი, რომელიც ლუგარში უკვე დადასტურებული გვაქვს სეკვენირებით. ასეთი უკვე ორი შტამია და ისინი მსოფლიო ბაზაშიც ატვირთულია მეორე კვირაა, რომ ჩვენთან დელტა პლუსის შტამი დაფიქსირებულია” – განაცხადა იმნაძემ.

 

პაატა იმნაძემ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს თანამშრომლების ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

 

“ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა, რომ აღარ დასჭირდებათ შეზღუდვა. შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესი ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. მაგალითად, ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ეგეთი შემთხვევა, მათ შორის ისრაელში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს. წარმოიდგინეთ, იმ სასტუმროში მერე იქიდან ვინმე გამოუშვებს ტურისტს?”- განაცხადა იმნაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები