spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – ეს არის ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარება, არსებობს რამდენიმე გამოსავალი

“საქართველოს ვაი ხელისუფლებამ რამდენიმე წუთის წინ ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას თავზე გადაახია ე.წ შარლ მიშელის ხელშეკრულება და განაცხადა, რომ არ აპირებენ ხელისუფლებიდან წასვლას საარჩევნო დემოკრატიული ვალდებულებითი გზით”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით “ოცნების” გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

 

“ეს არის ქვეყანაში გაცხადებული დიქტატურის დამყარება. ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი პროგნოზის ახდენა არ უხარია კაცს. აი, სწორედ ამიტომ არ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს და სწორედ ამიტომ არ შევედით პარლამენტში, რადგან ზუსტად ვიცოდით, რას მოიმოქმედებდა მამა და მარჩენალი, რომელმაც მთელი საქართველო გადააგდო არაერთხელ. 

 

არსებობს შექმნილი ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალი. პირველი: ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს რეალობა დადგა ჩვენი თაობის წინაშე და რაც მთავარია, პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ, ვინც ჯერ კიდევ თვლის თავს ოპოზიციად, დაუყონებლივ უნდა დატოვოს ეს ბოროტების და უბედურების სასახლე.

 

ჩვენმა მოკავშირემ, ევროკავშირმა და აშშ-მ დაუყონებლივ უნდა დააყადაღოს და დააპატიმროს ბიძინა ივანიშვილის ყველა კრიმინალური მილიარდი უკანასკნელ ცენტამდე. დამერწმუნეთ, ეს სამი ფაქტორი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე დააყენებს გაზაფხულს და ჩვენ შეილება გაქცეულ ოლიგაქრქის გუნდს თვალისც ვერ მოვკრათ, ისეთი სიჩქარე აკრიფონ”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები