“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიამრჩეველი Twitter-ზე ეხმაურება.
“საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ, შარლ მიშელი საკუთარ გუნდთან ერთად კონსულტაციებს გადის ყველა ჩართულ პარტიასა და შეთანხმების მონაწილესთან. ამ მომენტისთვის, მიშელი კომენტარს არ გააკეთებს”, – წერს მიშელის მედიამრჩეველი.