spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სენატორები – დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, დააზიანოს აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ძალიან იმედგაცრუებული ვართ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებით, რაც ძირს უთხრის რეფორმის მცდელობებს, რომლებიც ასახულია 19 აპრილის შეთანხმებაში, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უფრო გულდასაწყვეტი იყო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა თავისი განზრახვა ცალმხრივად დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება. მმართველ პარტიას მნიშვნელოვან წილად ვალდებულია, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოება და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს.

 

როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ოქტომბერში, კანონის უზენაესობის განმტკიცების უცვლელი ერთგულებისკენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო, სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში, დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

 

დოკუმენტს ხელს აწერენ ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი, კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები