spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

 

თავდაცვის ძალების შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე ახლადგახსნილ დამატებით ვაქცინაციის კაბინეტში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირადი შემადგენლობა და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ.

 

თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვაქცინირებულია თავდაცვის ძალების 25პროცენტზე მეტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები