spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – “ქართულმა ოცნებამ” სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი თავი მოჭრა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით  “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით გაოგნებულია და აცხადებს, რომ ეს იყო სილის გაწნა ევროკავშირისა და შარლ მიშელისთვის.

 

“მეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ გუშინ, “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი თავი მოჭრა. “ქართულის ოცნების” ეს საქციელი არის სილის გაწნა ევროკავშირისთვის, შარლ მიშელისთვის და იმ უზარმაზარის ძალისხმევისთვის, რაც გაწიეს როგორ ევროპელმა, ასევე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა. 

 

ვხედავთ, რომ არის ძალიან მკაცრი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, თუმცა განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ შარლ მიშელსა და ევროკავშირს, გული მისკდება რას იტყვიან ისინი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები