ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა ადგილობრივი არჩევნები დამაჯერებლად მოიგოს.
“ხელისუფლების გეგმა მარტივია – შეთანხმებიდან გასვლით ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესის დაგდება. ამ ფონზე არჩევნების ყიდვა და მერე მტკიცება დასავლეთისთვის, რომ ისევ მაგრად დგანან ფეხზე.
ეს არის ხაფანგი…
ამიტომ, ოპოზიციის სწორი პასუხია შემდეგი:
მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ადგილობრივი არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება და ამ შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხთან ერთად აიძულებენ ხელისუფალს შეასრულოს აღებული ვალდებულება”, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.