spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შარლ მიშელი – მოვუწოდებ ყველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი “ქართული ოცნების” მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების გარდა, სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.

 

“ყურადღებას ვამახვილებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს სთავაზობს ევროპულ გზას, ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ.

 

ასევე ყურადღებას ვამახვილებ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დოკუმენტს ხელს არ აწერს.

 

მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილებს და ზრდას – ყველაფერი, რაც საჭიროა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

 

სიღრმისეული საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას ვერ ვხედავ.

 

მოვუწოდებ ყველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

 

საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ განმეხილა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები”,- ნათქვამია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები