spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან სწორი და თამამი გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან სწორი და თამამი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით წარიმართოს.

 

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

 

“საქართველო ყველა იმ მიზნის და აღიარებული გზის ერთგულია, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან გვაახლოებს. ამიტომ, ამ კუთხით, ამ შიდაპოლიტიკური ნაბიჯით, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას არანაირი საფართხე არ ემუქრება.

 

ეს შეთანხმება თავის თავში გულისხმობდა, რომ შეთანხმება უნდა ყოფილიყო როგორც სახელისუფლო პარტიის, ასევე ყველა ოპოზიციური პარტიის კონსენსუსის ადგილი. პირველ რიგში, აქ იგულისხმებოდა “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც რიცხობრივად ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა და პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია გააჩნია, თუმცა მათ არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას. 

 

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან სწორი და თამამი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით წარიმართოს”, – აცხადებს ქადაგიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები