spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ზარქუა – ცალმხრივად არ არსებობს არც სიყვარული, ისევე როგორც არ არსებობს შეთანხმება

“ცალმხრივად არ არსებობს არც სიყვარული, ისევე როგორც არ არსებობს შეთანხმება”- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას.

 

“ჩვენ ვალდებულებას პირნათლად ვასრულებდით, მაგრამ ცალმხრივად არ გამოვა. ცალმხრივი სიყვარულის გჯერა? – გეკითხები, კი თუ არა? მარტივი კითხვა დაგისვი. მე არ მჯერა ცალმხრივი არც სიყვარულის და არც ამ ხელშეკრულების შესრულების. როდესაც მეორე მხარე (“ნაციონალური მოძრაობა” და ბატონი ბოკერია) იქცევა არაკეთილმოსურნედ, არაპატიოსნად, თავხედურად, მაშინ იქ არ უნდა დადგე მასთან. 

 

ჩვენ ეს ხელშეკრულება იმიტომ დავდეთ, რომ მთელი რიგი ეს დესტაბილიზაცია დამთავრებულიყო, პარლამენტში შემოსულიყვნენ. გამოდის, რომ ხელფასებისთვის შემოვიდნენ. ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრი მოვიდა, ნახეთ სადმე მათი ჩართვა? საერთოდ არ დაესწრნენ, მოგეწონათ მათი შემოსვლა? ხელფასები აიღონ გარეთ. ისინი არ არიან ამ ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩართული, არც მანამდე იყვნენ. უბრალოდ პირობა უნდა შეასრულონ ევროპის წინაშე. ჩვენ ყველა რეფორმა განვახორციელეთ და თვითონ ერთ კომიტეტსაც არ დაესწრნენ, ეს რა შეთანხმებაა?”- აცხადებს ზარქუა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები