პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო ცხროვრებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან ეს პროცესის სრულფასოვნად წარმართვისთვისაა საჭირო.
“არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ყოფნით ან არყოფნით რაიმე კომფორტის, ან დისკომფორტის ზონა იქმნება, თუ არ ჩავთვლით კანონგარეშე ქმედებებს, რომელსაც ვხედავდით. ასეთი რამდენიმე სხდომა ვიხილეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვლება. სხვა თვალსაზრისით, მე აქ რაიმე განმასხვავებელს ვერ ვხედავ.
სწორი ობიექტურად მგონია, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში, მუშაობაში მონაწილეობა ოპოზიციამ უნდა მიიღოს, ეს სჭირდება პროცესის სრულფასოვნად წარმართვას. ასეთია ჩემი დამოკიდებულება, დანარჩენი მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.