
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოსწინა დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო.
ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია.
ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.