ალერგოლოგ-იმუნოლოვი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ, ვაქცინის ჩანაცვლება მხოლოდ მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი
“თუ პირველი რეაქცია ხორციელდება, არ აქვს მნიშვნელობა ან RNM ვაქცინაზე, ან ვექტორულ ვაქცინაზე, ან ინაქტივირებულ ვაქცინაზე, იგივე სახეობის ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება. ალტერნატივა ყოველთვის არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად, თუ რეაქცია არის “ფაიზერზე”, შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა, ან “ასტრაზენეკა”. თუ არის ინაქტივირებულ ვაქცინაზე, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ “ასტრაზენეკა” ან “ფაიზერი”.
წითელი ნიშნული, რა დროსაც ვაქცინა სხვა ვაქცინით უნდა ჩანაცვლდეს, არის მწვავე სისტემური ალერგიული რეაქციის განვითარება – ანაფილაქსიური შოკი, სხვა შემთხვევაში არ ნაცვლდება. უკუჩვენება ვაქცინის მეორე დოზასთან, ანუ წითელი ნიშნული, როცა კატეგორიულად მეორე იგივე დოზა ვერ გაკეთდება, ეს არის პირველ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქციიის განვითარება. ჩვენთან საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა, მაგრამ, თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება “ასტრაზენეკას” პირველ დოზაზე, რა თქმა უნდა, აქაც ვერ მოხდება იგივე ვაქცინის დოზის ადმინისტრირება და განიხილება ალტერნატიული დოზა. თრომბოემბოლიური გართულება არ დაფიქსირებულა. ალერგიაზე სულ 2-3 შემთხვევაა, რომელზეც საბოლოო დასკვნას ჩვენ დოკუმენტურად გავაფორმებთ და პაციენტებს და მათ მკურნალ ექიმებს გადავუგზავნით”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.