spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოში მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა

“საქართველოში მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

კრამონი კულტურის მინისტრის ქმედებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის მხრიდან “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევამ “ყველას მეტყველების უნარი წაართვა”.

 

“კულტურის მინისტრის საქციელმა ყველას მეტყველების უნარი წაგვართვა და მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. ამავე დროს, მართალია, მე ჩემი გამოსვლა ჟურნალისტებისადმი მხარდაჭერით დავიწყე, მაგრამ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი მართლაც ზედმეტად იჭრება რესპოდენტების პირად სივრცეში. ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს მინისტრის საქციელს, მაგრამ ჟურნალისტებმაც ყველაფერი უნდა იღონონ, რომ პოლიტიკოსების პირად სივრცეში არ შეიჭრან. ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა”,- აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები