spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაატა მანჯგალაძე – დასახელებული კანდიდატების უმეტესობა კორუფციაშია მხილებული

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატებად ძირითადად ის პირები შეარჩია, რომლებიც კორუფციაში მხილებულები არიან.

 

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ამით ძარცვის უფლების შენარჩუნებას ცდილობს.

 

“ქართული ოცნების” მიერ გუშინ, კანდიდატების დასახელებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს პარტია არის იდეურად, ინტელექტუალურად და მორალურად დაცლილი ძალა, რომელსაც არაფერი არ აინტერესებს, გარდა ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანისა და რატომ? – იმიტომ, რომ ისინი ძარცვავენ მოსახლეობას და უნდათ ამის შენარჩუნება. 

 

უმეტესობა მათგანი დასახელებული კანდიდატისა, მხილებულია ადგილზე კორუფციაში და სწორედ ამ კორუფციისთვის, ამ ძარცვის უფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის “ოცნების” დიდი უმეტესობა”, – აცხადებს მანჯგალაძე. 

 

“ქართული ოცნების” მერობის კანიდატებს შორის უმეტესად მოქმედი მერები მოხვდნენ, ასევე რამდენიმე სპორტსმენი და ის პირები, რომლებიც პოლიტიკაში აქამდე არ ყოფილან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები