spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა დოლიძე – ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა, მალევე ან უკვე გამოემგზავრა ავსტრალიის კონსული თურქეთიდან

პარტია “ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის ინფორმაციით, საქართველოში ავსტრალიის კონსული გამოემართა, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა და ის დაკარგული ტურისტის საქმეში უშუალოდ ჩაერთვება. 

 

“ჩემი ინფორმაციით, შესაძლოა, მალევე, ან უკვე გამოემგზავრა ავსტრალიის კონსული თურქეთიდან აქ, ადგილზე, იმიტომ რომ დაკარგული არის ავსტრალიის მოქალაქე. ამ შემთხვევაში, რაც მეტი ადამიანი დაფიქრდება, ხომ არ აქვს ინფორმაცია ამ გოგონასთან დაკავშირებით, მით მეტად იქნება შესაძლებლობა, დროულად დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი”, – აცხადებს ანა დოლიძე, რომელიც სხვა მოხალისეებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო. 

 

თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ტურისტი ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში  მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა, ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

 

ტურისტის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. პროცესში მონაწილეობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები