საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დამატებით ღონისძიებებზე და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას.
მისივე განმარტებით, დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 000-მდე საწოლი, საიდანაც 6 000-მდე საწოლი დაკავებულია.
“დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 000 პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმრავლესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ოჯახის ექიმები. ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში და დღეს კლინიკურ სექტორში მობილიზებული არის 7000-მდე საწოლი, საიდანაც 6000-მდე დაკავებულია. ამ ეტაპზე მკურნალობას ინტენსიურ საწოლზე გადის 1200-მდე პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო.
სამშაბათს საბჭო იმსჯელებს დამატებით ღონისძიებებზე და საჭიროების შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.