spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალექსანდრე რაქვიაშვილი – არ მგონია, რომ იმავე ტიპის შეცდომის განმეორება ახლა სწორი იქნება

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტის დატოვებას შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ გასულ თვეებში მიღებული გამოცდილება უნდა გამოიყენოს და უფრო ადეკვატური გეგმა შექმნას.

 

“ჩვენ ხომ ვადამდელ არჩევნებზე ვსაუბრობთ ხომ? “ლელოს” პარლამენტიდან გამოსვლა ვადამდელ არჩევნებს თავისთავად ხომ არ დააჩქარებს? “ლელო” თუ რევოლუციას აწყობს და ამიტომ არ ჯდება პარლამენტში, მაშინ შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ ვიცი, რომ “ლელო” ასე არ გეგმავს.

 

ვიყავით ბოიკოტში და დასრულდა იმით, რითაც დასრულდა. არ მგონია, რომ იმავე ტიპის შეცდომის განმეორება ახლა სწორი იქნება. პირიქით, ჩვენ უნდა გადავიაზროთ მიღებული გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ადეკვატური გეგმა შევქმნათ”, – აცხადებს  რაქვიაშვილი.

 

ფრაქცია “ლელოს” წარმომადგენლების განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” მაინც შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პარლამენტს დატოვებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები