მთაწმინდის ფერდობიდან, შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცველებმა ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული, საგამოძიებო ღონისძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი საღამოს იპოვეს. ქალი სავარაუდოდ, გააუპატიურეს და შემდეგ გაგუდეს. დაკავებული ჯერჯერობით არავინ არის.
ავსტრალიის მოქალაქე, რომელის საქართველოში წელიწადნახევარი ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, გუშინ გაუჩინარდა. 31 წლის შანე ბრუკი ბოლოს აშშ-ში მეგობარს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა, რა დროსაც ისმოდა მისი სიტყვები -“ხელი გამიშვი, მომშორდი”, შემდეგ კი კავშირი გაწყდა.