spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ მეგრელიშვილი – როგორც მე შევამჩნიე, პრეზიდენტი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში

“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტზე ჰქონდათ და პრეზიდენტს მათი დამოკიდებულება აინტერესებდა. 

 

“ჩვენ გვქონდა კრიზისი და ფაქტობრივად, მიშელის შეთანხმება იმ პუნქტებით, რომელიც იქ არის, არის ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩო, თავისი შინაარსით. ვინაიდან არ გვქონდა არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა შეასრულეს ეს როლი. დღეს, ფაქტობრივად “ქართულმა ოცნებამ” უმცირესობა, ის 10% დაგვაიგნორა, ამავე დროს არ გაითვალისწინა, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, მე მქონდა შუამავლებთან: ევროკავშირთან და აშშ-სთან. მე ამას ასე ვუყურებ და ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს. როგორც მე შევამჩნიე, ამ საუბრებში, პრეზიდენტი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები