არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.
საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონმდებლობის დონეზეა განსაზღვრული.
“საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულია, რომ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მორიგი არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს გაიმართება